![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgkNvu7RNdgw8kZhn-AK1O56B5_w1KupVvU0bRzdUDDUAjq5YPxiLzJbhMxnJVZuKPXbG1nRUfgyrzVRm2VjauKGYF0HqXSjnK4VhGsqenuoCInEkHHkKyUAmknr-qw93sJfrtotjB-8wHC/s200/aleq.jpg)
ბიოგრაფია
ხოდოროვსკი ჩილეში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე დაიბადა, თუმცა მისი მშობლები წარმოშობით უკრაინელი ებრაელები იყვნენ. ალეხანდრო რვა წლის იყო, როდესაც მისმა მშობლებმა საცხოვრებლად პატარა ქალაქ ტოკოპილადან დედაქალაქ სანტიაგოში გადასვლა გადაწყვიტეს. სანტიაგოში მომავალი რეჟისორის მამამ ფეხსაცმლის მაღაზია გახსნა, რომელსაც "უკრაინული სახლი" უწოდა. ალეხანდრო სკოლაში განსაკუთრებული მონდომებით ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიას სწავლობს. სკოლის დასრულების შემდეგ მუშაობას ცირკის მსახიობად იწყებს, პარალელურად მსახიობებისთვის დიალოგებს წერს. მას განსაკუთრებულ აინტერესებს მარიონეტებისა და პანტომიმის თეატრი, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი, სადაც "დიალოგების გარეშე იქმნება სიცოცხლე". XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოსა და 50-იანი წლების დასაწყისში ალეხანდრო ხოდოროვსკი ქმნის ახალგაზრდა ტალანტების მოძრაობას, რომელშიც მის გარდა შედიან ხოსე დონოსო, ენრიკე ლინი, ხორხე ედვარდსი და სხვები. პარალელურად, იგი ჩილეს უნივერსიტეტში აყალიბებს პანტომიმის ექსპერიმენტალურ თეატრს, სადაც ერთდროულად არის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი, მსახიობი და კომპოზიტორი.
ოცდასამი წლის ასაკში ხოდოროვსკი ტოვებს ჩილეს და პარიზში პანტომიმის შესასწავლად მიემგზავრება. მისი მასწავლებელი ცნობილი მსახიობი ელტენ დეკრუ ხდება, რომელიც ხოდოროვსკის პანტომიმის საიდუმლოს აზიარებს. აღსანიშნავია, რომ დეკრუს მოწაფე ასევე იყო მომავალში მსოფლიოში ცნობილი მიმი და საფრანგეთის პანტომიმის სკოლის დამფუძნებელი მარსელ მარსო. რამოდენიმე წლის განმავლობაში ხოდოროვსკი მარსელ მარსოსთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად სხვა და სხვა ქვეყანაში მოგზაურობს და წარმოდგენებს მართავს, ამასთან იგი მრავალი სპექტაკლის სცენარის ავტორია.
1962 წელს ხოდოროვსკიმ ფერნარდო არაბალთან და როლან ტოპოროსთან ერთად ჩამოაყალიბა მოძრაობა"პანიკა" (სახელწოდება რა თქმა უნდა კავშირში იყო ბერძნულ ღვთაება პანთან). "პანიკური მოძრაობა" (როგორ მას ხოდოროვსკი უწოდებდა) მალე გასცილდა სიურეალიზმის საზღვრებს და შეიჭრა ალოგიკურობის, მისტიციზმისა და აბსურდის სივრცეში, სადაც ხაზგასმული იყო "ფეთქებადი" სექსუალურობა, აჯანყების უშიშარ სურვილი და ყველანაირი დროის მსხვრევა.
პანტომიმის თეატრი
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgYZXaIES8mM08o86skhsGRb_78qrJcf5aZuSKT1T6PM65GUUO6Zd_y7nOfguRbGkdCAzB3ixlZrxIbZZQ7mF-uAbQZTSLJBx9yT83kG4MaYiGFPMGT9dm7EZzWLkWmutDldrdYRS9i4uBr/s200/apanta.jpg)
მოძრაობა "პანიკა"
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgtpZ1CCn7K6uaKs4npXqiP-WvR0dmH4zwl6EcpR-NnlVZfAs2Xi8SwFjh8ab_PUWhyphenhyphenQatAqYrKIcM4HJKeh9sRFkSuo-CZRIrn0fY8JNVNaMd-9fc8DrYqW9XlagTKP-7fPwII0x9DKyht/s200/apanika.jpg)