среда, 8 июня 2011 г.

ბიბლიოგრაფია

www.google.com
www.google.ge
www.wikipedia.org
მედია
ტელევიზია 

თეატრი

ცნობილი თეატრალური დრამატურგები და რეჟისორები 

გოლდონი კარლო
დადიანი შალვა
ერისთავი გიორგი
იბსენი ჰენრიკ
კორნელი პიერ
მარჯანიშვილი კოტე
მოლიერი
სტურუა რობერტ
შექსპირი უილიამ
ჩაპეკი კარელ
ჩეხოვი ანტონ
ჩხეიძე თემურ
ჰოლბერგი ლუდვიგ
ცნობილი თეატრალური სცენები 
საქართველოში: 
  • აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრი, თბილისი
  • მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, თბილისი
  •  რუსთაველის სახელობის თეატრი, თბილისი 
  • ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, თბილისი
     
უცხოეთში:
  • ბროდვეის თეატრი, ნიუ-იორკი 
  • ოპერა გარნიე, პარიზი 
  • კოვენტ-გარდენი, ლონდონი 
  • კოლონი, ბუენოს-აირესი 
  • კომედი ფრანსეზი, პარიზი 
  • ლა სკალა, მილანი 
  • მეტროპოლიტენ-ოპერა, ნიუ-იორკი 
  •  სან-კარლო, ნეაპოლი
  • ფოლკსოპერა, ვენა

ცირკი

ცირკის შენობა. პარიზი, საფრანგეთი.
ცირკი (ლათ. circus, სიტყვასიტყით — „წრე“), შენობა საცირკო წარმოდგენების ჩასატარებლად. ძვ. რომში გავრცელებული იყო ტრიბუნებიანი გეგმით ელიფსური არენა, რომელშიც ეწყობოდა შეჯიბრება (რბოლა) ეტლებით. შესვენების დროს გამოდიოდნენ აკრობატები, ეკვილიბრისტები, კომიკოსები და სხვ. რომის დიდი ცირკი იტევდა 50 ათასამდე მაყურებელს. ესპანეთში, მექსიკასა და ზოგ სხვა ქვეყანაში ცირკის არენას იყენებდნენ კორიდისთვის. თანამედროვე ცირკის არენა (მანეჟი) მრგვალია (დიამეტრი 13-14, ზოგჯერ 9-17 მ), გარს არტყია მკვიდრი ბარიერი, გადახურულია სფერული გუმბათით (საჰაერო აკრობატებისათვის), მაყურებელთა ადგილები განლაგებულია ამფითეატრისებურად. თანამედროვე ცირკი აღჭურვილია სპეციალური საცირკო ტექნიკით, დიდი საკულისო სათავსებით, სარეპეტიციო მანეჟებითა და სხვა.  

ოპერეტა

ჟაკ ოფენბახი, ოპერეტის ყველაზე
განთქმული კომპოზიტორი
სიტყვა ოპერეტა (ფრანგ.: opérette, გერმ.: operette, იტალ.: operetta) - იტალიურია. სიტყვა-სიტყვით თუ ვთარგმნით, ნიშნავს პატარა ოპერას,ხოლო შინაარსით - გასართობი ხასიათის მსუბუქი ოპერა, სადაც სიმღერასთან ერთად სალაპარაკო ელემენტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სწორედ ამ ნიშნით განსხვავდება ოპერეტა ჩვეულებრივი ოპერის ჟანრისგან.
  ოპერეტის შინაარსი, ანუ ლიბრეტო ძირითადად აღებულია ანეკდოტური და სამხიარულო სიუჯეტებიდან. იუმორის, სატირის მეშვეობით აქ სააშკარაოზეა გამოტანილი ადამიანთა უარყოფითი თვისებები, სასაცილო თავგადასავალი და სხვა. შინაარსის შესაბამისად, მუსიკაც მსუბუქია, მხიარული, ნათელი ფერებითაა აღსავსე. ამგვარი მუსიკა მსმენელის მიერ ადვილად აღიქმება.
  ოპერის ჟანრი წარმოიშვა XIX საუკუნეში. თავის დროზე იგი საზოგადოების დიდმა ნაწილმა არასერიოზული მუსიკის ჟანრს მიაკუთვნა. მიუხედავათ ამისა, ოპერეტამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი სცენაზე. ოპერეტის ყველაზე თვალსაჩინო კომპოზიტორია ჟაკ ოფენბახი. მან 100-ზე მეტი ოპერეტა დაწერა.
  ქართული ოპერეტის ნიმუშები მრავლად მოგვეპოვება. სპექტაკლები ამჟამად იდგმება ვ.აბაშიძის სახ. მუსიკალური კომპედიის თეატრის სცენაზე. ქართული ოპეერეტის ავროტები არიან: რევაზ ლაღიძე, გიორგი ცაბაძე, სულხან ცინცაძე, ვაჟა აზარაშვილი, შოთა მილორავა და სხვანი. ოპერეტის ჟანრმა კინოხელოვნებაშიც გადაინაცვლა, ასე წარმოიშვა "მიუზიკლი". ქართული კინომიუზიკლის არაჩვეულებრივი ნიმუშებია "ვერის უბნის მელოდიები", "აურზაური სალხინეთში"

ოპერა

ლა სკალა. მილანი, იტალია .
  ოპერა (იტალ. opera) — თეატრალური წარმოდგენის მხატვრულ-დრამატული ფორმა, რომელშიც მოქმედება ძირითადად მუსიკით (სიმღერითა და აკომპანემენტით) სრულდება. ოპერა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თხზულებას. ოპერა არის სინთეზური, მასში გაერთიანებულია სიმღერა, სცენური მოქმედება, ინსტრუმენტული მუსიკა, დრამა და ა.შ. ოპერის საორკესტრო შესავალს ჰქვია უვერტიურობა, ოპერის ტექსტს ლიბრეტო, ხოლო ოპერის მოქმედებებს ჰქვია აქტები. ოპერაში გვხვდება მელოდიას მოკლებული სიტყვიერი ტექსტი, რომელსაც ეწოდება რეჩიტატივი. ოპერაში მომღერალი თავის გრძნობებს გადმოგვცემს არიით. ორი მომღერლის მღერას ჰქვია დუეტი.
   ოპერის სამშობლო იტალიაა, 1597 წელს ჯაკომო პერიმ საფუძველი ჩაუყარა საოპერო ხელოვნებას და დადგა პირველი საოპერო წარმოდგენა ქალაქ ფლორენციაში. მოგვიანებით მას მხარი აუბეს შულცმა გერმანიაში, ლულიმ საფრანგეთში და ფურსელმა ინგლისში. სწორედ მათ დაიწყეს ამ ქვეყნებში ოპერის განვითარება.
   ოპერაში თანაბრადაა წარმოდგენილი მაღალფარდოვანი მოძრაობები, ცეკვა, სიმღერა, კლასიკური მუსიკა და უმაღლესი ხარისხის ვოკალური წარმოდგენა. ამას კი ნამდვილად დიდი მუშაობა სჭირდება.
  მსოფლიოს საოპერო თეატრებია: მილანის ლა სკალა, მეტროპოლიტენის თეატრი ამერიკაში, ვენის სამეფო თეატრი და ა.შ.  

მიუზიკლი

  მიუზიკლი (ინგლ. musical), მუსიკალური-სასცენო ნაწარმოები (უმთავრესად კომედიური ხასიათისა), რომელშიაც გამოყენებულია ესტრადის, საბალეტო მუსიკის, ქორეოგრაფიისა და საოპერო ხელოვნების გამომსახველობითი საშუალებები. მიუზიკლი, როგორც სასცენო სელოვნების ჟანრი, ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დასასრულს აშშ-ში. 1866 წელს აქ დაიდგა ბიკნელის პიესა „შავი ქურდი“ (ინგლ. The Black Crook), სადაც ერთმანეთს შეერწყა მელოდრამა, სიმღერა და ე. წ. „შოუ გიორლსი“ (ეს სპექტაკლი სცენიდან 25 წელი არ ჩამოსულა).
  XX საუკუნის დასაწყისში შავკანიანმა მსახიობებმა ბ. უილიამზმა და დ. უოკერმა ნიუ-იორკში დადგეს რამდენიმე მიუზიკლი (კომპოზიტორი უ. კ. კუკი). ამ სახის სპექტაკლები ძალზე პოპულარული იყო I მსოფლიო ომის შემდეგაც. მოგვიანებით შეიქმნა საუკეთესო მიუზიკლები: კერონის „მცურავი თეატრი“ (1929), გერშვინის „მე შენზე ვმღერი“ (1931), ვეილის „ჯონ ჯონსონი“ (1936), როჯერზის „ოკლაჰომა“ (1943), პორტერის „მაკოცე, კეტ!“ (1948), ფ. ლოუს „ჩემი მშვენიერი ლედი“ (ბერნარდ შოუს „პიგმალიონის“ მიხედვით, 1956) და სხვა.
  ცეკვას (თავდაპირველად ჩეჩოტკას) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბერნსტაინის „ვესტსაიდის ამბავში“ (ბალეტმაისტერი ჯ. რობინზი, 1957); ეს სპექტაკლი ერთ-ერთი საუკეთესო მიუზიკლი იყო ამერიკაში. კარგ და შემოსავლიან სპექტაკლებს ხშირად იმეორებენ და დგამენ სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე, ახდენენ ეკრანიზაციას (ფილმები: ბარტის „ოლივერი“, დიდი ბრიტანეთი, 1970; სტაინის — „სასაცილო გოგონა“, 1969, აშშ; ლეგრანის „როშფორელი ქალიშვილები“, 1966 და „შერბურის ქოლები“, 1964, საფრანგეთი და სხვა).
  საქართველოში მიუზიკლის ჟანრმა ფეხი მოიკიდა 70-იან წლებში. დაიდგა რამდენიმე სპექტაკლები ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალურ კომედიის თეატრში (ლოუს „ჩემი მშვენიერი ლედი“, 1974), მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში პ. ტრავერსის „მერი პოპინსი“ (1975); გიორგი შენგელაიამ გადაიღო ფილმი „ვერის უბნის მელოდიები“ (1975), ლანა ღოღობერიძემ — „აურზაური სალხინეთში“ (1976) და სხვა. 

კომედია

კომედია (ბერძ. komedia < komos - მხიარული ბრბო და ode - სიმღერა), დრამის ერთ-ერთი სახე, სადაც კოლიზია და ხასიათები გამსჭვალულია კომიზმით.
კომედიის ჟანრული თავისებურებაა მძლავრი სოციალური ჯღერადობა, სოციალურ-პოლიტიკური ტენდენციურობა. იუმორისა და სატირის საშუალებით კომედიაში მხილებულია ცხოვრებისეული მანკიერებანიდა სიმახინჯე (ოღონდ ისეთი, რომელსაც თან არ ახლავს ტანჯვა და უბედურება). მანკიერება აქ სიცილის დონეზეა. სიცილი კომედიაში გამარჯვებული გმირის როლში გამოდის, რომელიც ათავისუფლებს მკითხველს წარმოდგენილი მანკიერებისაგან და ამეფებს ჯანსაღ ცხოვრებისეულ საწყისებს. განასხვავებენ კომედიის ორ სახეს: სიტუაციებისა და ხასიათების კომედიას. სიტუაციების კომედიაში კომიკურია შექმნილი მდგომარეობა, სასაცილოდ დაძაბულია ინტრიგა. ხასიათების კომედაში კომიზმს საფუძვლად უდევს არაჰარმონიული ხასიათები, მათი უცვლელი ცალმხრივობა, ხასიათი ერთი რომელიმე თვსების ჰიპერტროფია. ხასიათების კომედია კომედიის უფრო მაღალი ფორმაა, რადგან აქ ყოველთვის დიდ ადგილი ეთმობა ფსიქოლოგიას და მოითხოვს უფრო განათლებულ მაყურებელსა და მკითხველს.

ისტორია  
  განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე კომედიის ჟანრული მოდიფიკაცია წარიმართა ორი გზით: უხეში იუმორიდან და უწმაწური ხუმრობიდან ნატიფი ფსიქოლოგიური იუმორისა და ინტელექტუალური ირონიისაკენ; წმინდა სახის კომიზმიდან კომიკურისა და დრამატულის აღრევისაკენ, ცრემლნარევი სიცილისაკენ. 
  კომედია, როგორც დრამატული ჟანრი ლიტერატურად გაფორმდა ძველ საბერძნეთში. მისი წარმოშობის სათავეები დაკავშირებულია ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს პატივსაცემად გამართულ დღესასწაულთან, კერძოდ კი დრესასწაულის იმ ნაწილთან, როდესაც წარმოდგენილი იყო დიონისეს აღდგომა და მას მოჰყვებოდა მხიარული სიმღერები, ცეკვები, კარნავალური სვლა, სრულდებოდა მცირე ჟანრის კომიკური სცენები და სასაცილო უწმაწურობაც ახლდა თან. 
  შუა საუკუნეების დასასრულს ევროპულ ლიტერატურაში ჩნდება კომიკური პიესები, რომლებსაც ფარსი ეწოდა. რენესანსის ეპოქის კომედია უფრო რომანტიკული დრამის ხასიათს ატარებს. კლასიციზმის ეპოქისთვის დამახასიათებელია ე.წ. "სერიოზული", "მაღალი" კომედია (მოლიერი). XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის კომედია ისევ ხასიათდება სოციალურობით, მაგრამ კომედიის კოლიზია უკვე მთლიანად არ არის გამსჭვალული კომიზმით, კომიკური ზოგჯერ ძნელად ამოსაკითხია. ამავე ხანებში ჩნდება ტრაგიკომედია, სადაც სხვადასხა მანკიერებითა და ნაკლით გამოწვეულ სიცილს მოყვება მწარე ცრემლიც, რომელსაც იწვევს ადამიანისა და მისი ცხოვრების მოუწყობლობის შეგნების განცდა.
  საქართველოში კომედია ჩნდება XIX საუკუნის შუა ხანებში. მისი ფუძემდებელია გ. ერისთავი. 

იაპონური თეატრი