www.google.com
www.google.ge
www.wikipedia.org
მედია
ტელევიზია
www.google.ge
www.wikipedia.org
მედია
ტელევიზია
![]() |
| ცირკის შენობა. პარიზი, საფრანგეთი. |
![]() |
| ჟაკ ოფენბახი, ოპერეტის ყველაზე განთქმული კომპოზიტორი |
![]() |
| ლა სკალა. მილანი, იტალია . |
საქართველოში მიუზიკლის ჟანრმა ფეხი მოიკიდა 70-იან წლებში. დაიდგა რამდენიმე სპექტაკლები ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალურ კომედიის თეატრში (ლოუს „ჩემი მშვენიერი ლედი“, 1974), მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში პ. ტრავერსის „მერი პოპინსი“ (1975); გიორგი შენგელაიამ გადაიღო ფილმი „ვერის უბნის მელოდიები“ (1975), ლანა ღოღობერიძემ — „აურზაური სალხინეთში“ (1976) და სხვა.
განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე კომედიის ჟანრული მოდიფიკაცია წარიმართა ორი გზით: უხეში იუმორიდან და უწმაწური ხუმრობიდან ნატიფი ფსიქოლოგიური იუმორისა და ინტელექტუალური ირონიისაკენ; წმინდა სახის კომიზმიდან კომიკურისა და დრამატულის აღრევისაკენ, ცრემლნარევი სიცილისაკენ. ![]() | |
| ნოოს თეატრის წარმოდგენა იცუკუსიმას ტაძარში |
ბუნრაკუ- იაპონური თოჯინების თეატრია. ის დაიბადა XVIII საუკუნის დასაწყისში ქალაქ ოსაკაში და წარომადგენს ძველი იაპონური დრამატული ხელოვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმას. ბუნრაკუს თოჯინების წარმოდგენა მიმდინარეობს სიამისენის (ძველებური იაპონური მუსიკალური ინსტრუმენტი) აკომპანიმენტით.![]() |
| კაბუკიძა გინზაში ტოკიოს ერთ-ერთი წამყვანი კაბუკის თეატრია. |
კაბუკის ჟანრი ჩამოყალიბდა ხალხური ცეკვისა და სიმღერის საფუძველზე XVII საუკუნის მიჯნაზე იაპონიაში. ფუძემდებლად ითვლება იძუმო ნო ოკუნი, რომელმაც 1602 წელს ქალაქ კიოტოს მახლობლად, პირველად წამოიწყო თეატრალიზირებული ცეკვის ახალი სტილი. ახალმა ჟანრმა პოპულარობა ძალზედ მალე მოიხვეჭა და ოკუნის იმპერატორის სასახლეშიც კი იწვევდნენ. პარალელურად იქმნებოდა ახალი დასები, რომლებიც კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს და რაც ხელს უწყობდა კაბუკის თეატრის ჩამოყალიბებას. თავდაპირველად დასები მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული და თეატრში დადგმული სცენები უხეშობით და გარყვნილობით გამოირჩეოდა. კაბუკის ბევრი მსახიობი ქალი მსუბუქი ყოფაქცევისა იყო.| ნიღბები დრამის სიმბოლოა. |
ბალეტი (ფრანგ. ballet < იტალ. balletto < გვიანდ. ლათ. ballo - ვცეკვავ), სცენური ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო–მუსიკალური ფორმით. ბალეტის ფესვები ხალხურ ცეკვაშია. მან ჩამოყალიბება დაიწყო მე–16 საუკუნეში ევროპაში. უმეტეს წილად ბალეტს საფუძვლად უდევს რაიმე სიუჟეტი, დრამატურგიული ჩანაფიქრი, ლიბრეტო, მაგრამ არის საბალეტო წარმოდგენები სიუჟეტების გარეშეც. საბალეტო ცეკვის ძირითადი სახეობებია კლასიკური და სახასიათო.
ბალეტი ჩაისახა აღორძინების ეპოქაში, იტალიაში (მე-16 ს.) თავდაპირველად როგორც საცეკვაო სცენა მუსიკალური წარმოდგენისათვის, ოპერისათვის. აქედან იგი საფრანგეთში გავრცელდა და სამეფო დღესასწაულების მდიდრულ სანახაობად გადაიქცა. პირველი ბალეტების ("დედოფლის კომედიური ბალეტი", 1581) მუსიკალურ საფუძველს წარმოადგენდა ხალხური და სამეფო კარის ცეკვები. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ახალი თეატრალური ჟანრები, როგორებიცაა კომედია-ბალეტი, ოპერა-ბალეტი, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა საბალეტო მუსიკას და მის დრამატიზებას. მაგრამ სცენური ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ ბალეტი მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან გვევლინება ცნობილი ფრანგი ბალეტმაისტერის ჟ.ჟ.ნოვერის წყალობით. ფრანგი განმანათლებლების ესთეტიკაზე დაყრდნობით მან შექმნა სპექტაკლი, რომელშიც შინაარსი გადმოიცემა დრამატულ-პლასტიკურ სახეებში და ამკვიდრებს მუსიკის აქტიურ როლს.
ბალეტის შემდგომი განვითარება რომანტიზმის ეპოქაზე მოდის. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა ბალერინამ კამარგომ დაამოკლა ქვედაბოლო და უარი თქვა ქუსლებიან ფეხსაცმელზე. ამან საბალეტო კოსტიუმი მსუბუქი და თავისუფალი გახადა, რამაც დიდად შეუწყო ხელი ცეკვის ტექნიკის სწრაფ განვითარებას. რუსეთის იმპერიაში ბალეტი შემოსვლას ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროს იწყებს, საიდანაც ის საქართველოშიც გავრცელდა.
ალეხანდრო ხოდოროვსკი პრულანსკი (ესპ. Alejandro Jodorowsky Prullansky; დაიბ. 7 თებერვალი 1929, ტოკოპილია, ჩილე) — მსახიობი, კინორეჟისორი, პროდიუსერი, კომპოზიტორი, მიმი, მწერალი, და ფსიქოთერაპევტი. განსაკუთრებით სახელი გაითქვა ეზოთერიკული, სიურეალისტური და შოკისმომომგვრელი ფილმებით, ასევე კომიქსებით. გარდა ამისა, ის ეზოთერიკული მიმართულების ნიუ–ეიჯი წარმომადგენელია, ასევე მსოფლიოში ტაროს (ოკულტური ტრადიცია) ერთ–ერთი აღიარებული მკვლევარი და სპეციალისტია. 1990 წლების ბოლოს მან დიდი ყურადღება დაუთმო ფსიქოთერაპიული მეთოდების დამუშავებას, რომელსაც ფსიქომაგია უწოდა.
ოცდასამი წლის ასაკში ხოდოროვსკი ტოვებს ჩილეს და პარიზში პანტომიმის შესასწავლად მიემგზავრება. მისი მასწავლებელი ცნობილი მსახიობი ელტენ დეკრუ ხდება, რომელიც ხოდოროვსკის პანტომიმის საიდუმლოს აზიარებს. აღსანიშნავია, რომ დეკრუს მოწაფე ასევე იყო მომავალში მსოფლიოში ცნობილი მიმი და საფრანგეთის პანტომიმის სკოლის დამფუძნებელი მარსელ მარსო. რამოდენიმე წლის განმავლობაში ხოდოროვსკი მარსელ მარსოსთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად სხვა და სხვა ქვეყანაში მოგზაურობს და წარმოდგენებს მართავს, ამასთან იგი მრავალი სპექტაკლის სცენარის ავტორია.
1962 წელს ხოდოროვსკიმ ფერნარდო არაბალთან და როლან ტოპოროსთან ერთად ჩამოაყალიბა მოძრაობა"პანიკა" (სახელწოდება რა თქმა უნდა კავშირში იყო ბერძნულ ღვთაება პანთან). "პანიკური მოძრაობა" (როგორ მას ხოდოროვსკი უწოდებდა) მალე გასცილდა სიურეალიზმის საზღვრებს და შეიჭრა ალოგიკურობის, მისტიციზმისა და აბსურდის სივრცეში, სადაც ხაზგასმული იყო "ფეთქებადი" სექსუალურობა, აჯანყების უშიშარ სურვილი და ყველანაირი დროის მსხვრევა.